საფერავი 2020

ტიბაანი
ალკოჰოლი: 13%

დაყენებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოყვანილია კახეთის რაიონის სოფელ ტიბაანში.

ღვინოს აქვს დაძველების პოტენციალი. შესანახად საუკეთესო ტემპერატურააა 14-16°C , ხოლო დაგემოვნებისათვის 14-16°C.

ჩამოსხმულია საქართველოში, კახეთის რაიონის სოფელ დედოფლისწყაროში

დადუღებულია ქვევრში უნიკალური ქართული წესით. ყურძნის კანთან კონტაქტი გრძელდებოდა სამი კვირის განმავლობაში. ღვინის შეფერილობა ცოცხალი და მუქი ლალისფერია. მისთვის დამახასიათებელია ტყის კენკრის არომატი, შავი ქლიავისა და მაყვლის არომატები. სხეულის სტრუქტურა კარგადაა დაბალანსებული, ხოლო ტანინიანობა ზომიერია.

უხდება შემწვარ ხორცს, გრილზე შემწვარ ბოსტნეულსა და ყველის ნაირსახეობას.
ღვინოს აქვს დაძველების პოტენციალი. შესანახად საუკეთესო ტემპერატურააა 14-16°C , ხოლო დაგემოვნებისათვის 14-16°C.

დეტალები
Nino Meris Saperavi
Nino Meris RKATSITELI

რქაწითელი 2020

ქარვისფერი მშრალი ღვინო
ალკოჰოლი: 12.5%

ეს ქარვისფერი ღვინო დაწურულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან.

Tდაყენებულია ქვევრში ტრადიციული ქართული წესით. ყურძნის კანთან კონტაქტი გრძელდებოდა ექვსი თვის მანძილზე. ყურძენი მოყვანილია კახეთის რაიონის სოფელ ხირსაში. ამ ღვინისათვის დამახასიათებელია მწიფე მსხლის, ვაშლისა და კურკიანა ხილის ჰარმონიული არომატები. მჟავიანობა და ტანინიანობა საშუალოა.
Rშენახვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-13°C, ხოლო დასაგემოვნებლად – 13-14°C.

ჩამოსხმულია საქართველოში, კახეთის რაიონის სოფელ დედოფლისწყაროში.

უხდება შემწვარ ქათამს, ზღვის პროდუქტებსა და ყველის ნაირსახეობას. დამზადებულია ბუნებრივად, ქიმიური დამუშავების გარეშე.

დეტალები

მწვანე 2020

ქარვისფერი მშრალი ღვინო
ალკოჰოლი: 13.5%

დაყენებულია ქვევრში, ტრადიციული ქართული წესით. ყურძნის კანთან კონტაქტი გრძელდებოდა ექვსი თვის მანძილზე.

შენახვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-13°C, ხოლო დასაგემოვნებლად – 13-14°C.

ჩამოსხმულია საქართველოში, კახეთის რაიონის სოფელ დედოფლისწყაროში.

ყურძენი მოყვანილია კახეთის რაიონის სოფელ ახმეტაში. ღვინო გამოირჩევა მცენარეების, ჩაის, თამბაქოსა და თივის არომატით. გემო ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხოლო მჟავიანობა და ტანინიანობა საშუალოა.

დეტალები
Nino Meris MTSVANE